კურორტი  ურეკი

ძვირფასი კლიმატური მნიშვნელობის მქონე კურორტი ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. იგი თავისი კლიმატური მდებარეობით წარმოადგენს ბრწყინვალე დასასვენებელ ადგილს. მას უნიკლურს ხდის ბუნების საოცრება – მაგნიტური ქვიშა, რომელიც კურნავს ოსტეოქონდროზს, სახსრებს, ძალიან კარგია ბავშვებისთვის ძვლების გასამაგრებლად, ტრამვის შედეგად დაზაინებული ძვლის აღსადგენად და ა.შ. 
დაისვენეთ და ისიამოვნეთ.

ურეკის წვრილმარცვლოვანი მაგნიტური ქვიშა შავი მურა ფერისაა, რომლის ძირითადი კომპონენტებია: მაგნეტიტი, ტიტანომაგნეტიტი, ილენიტი, პიროქსენი, კვარცი, აპატიტი, ცირკონი და სხვა კომპონენტები, რომლებიც ქმნიან მაგნიტურ ველს. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მიერ დადგინდა ურეკის ქვიშის მაგნიტური ველის სასიკეთო გავლენა ისეთ ავადმყოფობებზე, როგორებიცაა: სისხლის მიმოქცევის ორგანოთა, ნერვიული სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატებისა და ბავშვთა კონტინგენტის დაავადებები.


ურეკი არის უნიკალური კლიმატურ- გამაჯანსაღებელი კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც გამოირჩევა მაგნიტური ქვიშით და ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.

 

ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.

ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.