სასტუმრო "ეგზოტიკა"

სასტუმრო ”ეგზოტიკა” – მყუდრო, კომფორტული დასვენება ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანებისათვის.


”ეგზოტიკა” – თქვენი “სახლი” ზღვაზე...


”ეგზოტიკა” – დადებითი ემოციების, იმპულსების, შთაგონებისა და განმუხტვის ნავთსაყუდელი...


თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი 27 ოთახი, 4 ლუქსი (ყველა ნომერში კონდიციონერი, WI-FI,

ტელევიზორი, მაცივარი, ცივი და ცხელი წყალი) თქვენთვის შეიქმნა და გელოდებათ.


თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები, არჩევანი “ეგზოტიკაზე”  შეაჩერეთ.

თქვენ, ჩვენთან, სითბოთი და სიყვარულით სავსე სამყარო გელოდებათ.


თუ ერთხელ მაინც შემოაბიჯებთ ამ საოცრებათა სამყაროში, გვერწმუნეთ, მერე უსათუოდ მოგენატრებათ.


სასტუმროში დამსვენებლები თავს ისე გრძნობენ, როგორც შინ. ჩვენი კერძების დაგემოვნებით, ეს შეგრძნება

კიდევ უფრო გაგიმძაფრდებათ (სასტუმრო დღეში სამჯერად კვებას, შვედურ სუფრას გთავაზობთ).


ეზოში ფუნქციონირებს ღია ბარი, აქვეა  სხვადასხვა სახის საბავშვო გასართობები.


თქვენი ნომრის აივნიდან კი ზღვა ერთი ხელის გაწვდენაზეა.


განიმუხტეთ, ჩაისუნთქეთ ფიჭვნარის და ზღვის სურნელით გაჯერებული ჰაერი და დატკბით

ლანდშაფტის სილამაზით.


სასწაულებრივი მაგნიტური ქვიშის პლაჟები, რბილი სუბტროპიკული კლიმატი...


ყველაზე მეტად თბილი ზღვის წყალი მთელ შავიზღვისპირეთში ჩვენს სანაპიროზეა...


დამსვენებლების ტრანსპორტით დახვედრა და გაცილება უფასოა.


ხუთსართულიანი შენობა თქვენს განკარგულებაშია და თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.


იჩქარეთ, დაჯავშნეთ, წინ ცხელი ზაფხულის დღეები
გელოდებათ.